ლისაბონის "ბენფიკას" ახალგაზრდა ფორვარდის გონსალო რამოსის შეძენით 4 ევროპული კლუბი ინტერესდება.
მათ შორისაა მიუნხენის "ბაიერნიც", რეკორდმაისტერი მზადაა მის აგენტთან ხორხე მენდეშთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
"ბაიერნის" გარდა, რამოსის შეძენა "დორტმუნდს", "ნიუკასლსა" და "ნოტინგემსაც" სურთ.
ცნობილია ისიც, რომ "ბენფიკა" 20 წლის ტალანტის გაყიდვას 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.