ცოტა ხნის წინ, გერმანული ფეხბურთის ასოციაციამ ბუნდესლიგის ახალი სეზონის ცხრილი განათავსა.
აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერი პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.
5 აგვისტოს, იულიან ნაგელსმანის გუნდი გასვლაზე ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.
ცნობილია ისიც, რომ ერთი კვირის თავზე მოქმედი ჩემპიონები შინ "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდებიან.