გავრცელებული ინფორმაციით, "რომა" მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელის მარსელ საბიცერის შეძენით ინტერესდება.
ცნობილია, რომ რომაელები რეკორდმაისტერს მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდას უპირებენ.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბი და თავად ფეხბურთელი.
აღსანიშნავია, რომ საბიცერის "რომაში" გადასვლა პირადად ჟოზე მოურინიოს ინიციატივაა.