მიუნხენის "ბაიერნს" ახლგაზრდა შვედი ფეხბურთელი ალექს ტიმოსი ანდერსონი დაუბრუნდა.
გასულ სეზონში ანდერსონი "აუსტრიაში" იყო განათხვრებული და იჯარის ვადა ამოეწურა.
"არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი მომავალი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბაიერნში ვბრუნდები და ამის შემდეგ მიიღებს კლუბი გადაწყვეტილებას", - განაცხადა ანდერსონმა.
21 წლის ვინგერმა გასულ სეზონში 44 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.