სადიო მანეს ყოფილი მწვრთნელი "ზალცბურგში" როჯერ შმიდტი სენეგალელი ფეხბურთელის "ბაიერნში" გადასვლას ეხმაურება.
"მანეს უყვარს ფეხბურთი, ამით სიამოვნებას იღებს და შენც სიამოვნებას განიჭებს, ის ტოპ კლასის მოთამაშეა.
სადიო ის იშვიათი ფეხბურთელია, ვინც ორივე კომპონენტში თანაბრად გამორჩეულია - ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც", - ამბობს შმიდტი.
ცნობილია, რომ აფრიკელ ფეხბურთელს რეკორდმაისტერი ოთხშაბათს წარადგენს.