ოფიციალურად დადასტურდა, რომ მომავალი სეზონიდან სადიო მანე მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, მოიყვანს თუ არა რეკორდმაისტერი სხვა ფეხბურთელებსაც, კლუბის ხელმძღვანელმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ასეთი პასუხი გასცა:
"რა თქმა უნდა, ჩვენს სატრანსფერო გეგმებში რამდენიმე ფეხბურთელია და ვნახოთ, რა იქნება.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ფინანსური მდგომარეობა გვექნება და რა სიტუაციაა სატრნსფერო ფანჯარაზე", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.