გერმანიაში გამოკითხვის შედეგად “ბაიერნის” სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს.
გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე თომაშ მიულერი გახდა, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
მიულერმა ხმების 26% დაიმსახურა, მეორე ადგილზე მუსიალა გავიდა, მესამეზე კი ლევანდოვსკი.
გასულ სეზონში მიულერმა “ბაიერნში” 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა.