ბრიტანული პრესის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედი” მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელით დაინტერესდა.
საუბარია სერჟ გნაბრიზე, რომელიც ჯერ უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს.
წითელი ეშმაკები მზად არიან, მოლაპარაკებები შემდეგი კვირიდან დაიწყოს.
თავის მხრივ, “ბაიერნის” ხელმძღვანელობა ცდილობს გნაბრი ახალ კონტრაქტზე დაითანხმოს.