გადაწყვეტილია, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელი სორენტინ ტოლისო კარიერას “ლიონში” გააგრძელებს.
შეთანხმება უკვე შედგა და ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე დღეში დადასტურდება.
ტოლისომ “ბაიერნში” 5 სეზონი გაატარა, წინა სეზონში მან 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ მისი პროფესიონალური კარიერა სწორედ “ლიონიდან” დაიწყო.