კატალონიის “ბარსელონამ” ლევანდოვსკის ტრანსფერზე “ბაიერნს” ოფიციალური წინადადებით კიდევ ერთხელ მიმართა.
კატალონიელები მზად არიან, პოლონელის სანაცვლოდ ჯამში 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.
თუმცა რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ ეს შემოთავაზებაც უარით გაისტუმრა.
“ბაიერნი” ლევანდოვსკის მხოლოდ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვებს.