უკვე იზრდება იმის შანსები, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი დაიტოვოს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რეკორდმაისტერმა კატალონიელთა მესამე შეთავაზება უარყო და ტრანსფერი კვლავ არ შედგა.
მეტიც, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ბაიერნის" ბოსებს ურეკავს, თუმცა ისინი ზარებს არ პასუხობენ და კომუნიკაცია არ დგება.
არადა, ლევანდოვსკი, მისი აგენტი და "ბარსელონა" პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებულები არიან.