მიუნხენის "ბაიერნმა" "ლაიფციგის" ნახევარმცველის კორნად ლაიმერის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთა.
ცნობილია, რომ რეკორდმაისტერი ავსტრიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონს იხდის, პლიუს 2 მილიონი ბონუსები.
ლაიმერის პოზიცია ცნობილია - მას გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს და ახალი გამოწვევებისთვის მზადაა.
"ლაიფციგმა" ლაიმერს სატრანსფერო ფასი 30 მილიონი ევრო დაადო და საინტერესოა, რამდენად დათანხმდება "ბაიერნის" ამ წინადადებას.