უკვე რამდენიმე კვირაა, კატალონიის "ბარსელონა" პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის შესაძენად იბრძვის.
კატალონიელებმა "ბაიერნს" ოფიციალური წინადადებით 3-ჯერ მიმართეს და სამივეჯერ უარი მიიღეს.
რეკორდმაისტერი პოლონელის სანაცვლოდ მინიმუმ 60 მილიონ ევროს ითხოვს, "ბარსელონას" პოზიცია კი ცნობილია - ისინი ლევანდოვსკის სანაცვლოდ 60 მილიონს არ გადაიხდიან და თუ "ბაიერნმა" პოზიცია არ შეიცვალა, პოლონელს არ იყიდიან.
ესპანური კლუბი მზადაა "ბაიერნის" ვარსკვლავის სანაცვლოდ მაქსიმუმ 48 მილიონი ევრო გადაიხადოს.