მიუნხენის “ბაიერნი” ძალიან ახლოსაა ჰოლანდიელი მცველის მატიას დე ლიხტის შეძენასთან, მაგრამ არის ერთი პრობლემა.
თავად დე ლიხტს “ბაიერნში” გადასვლა სურს და ამია გამო სხვა კლუბებს უარი უთხრა.
პირადი კონტრაქტის დეტალები “ბაიერნმა” ფეხბურთელთან უკვე შეათანხმა.
თუმცა არის ერთი პრობლემა - “იუვენტუსი” მის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს, “ბაიერნისთვის” კი ეს დიდი თანხაა და ცდილობენ შედარებით ნაკლებ ფასად იყიდინ.