მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდამ და ხელმძღვანელმა ოლივერ კანმა გუნდის სატრანსფერო გეგმები განიხილა.
არის რამდენიმე მოთამაშე, რომლის დამატებაზეც “ბაიერნი” კვლავ აქტიურად მუშაობს.
“რა თქმა უნდა, ამით არაფერი დასრულებულა და ჩვენი მიზანია კიდევ გავძლიერდეთ.
ზოგადად კი სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, გეგმა ერთია - ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მომგები შემადგენლობა უნდა გვყავდეს”, - განაცხადა კანმა.