მიუნხენის “ბაიერნმა” გუნდიდან მორიგი ფეხბურთელი გაუშვა და 10 მილიონ ევროდ გაყიდა.
24 ელის მცველი ომარ რიჩარდსი კარიერას “ნოტინგემში” გააგრძელებს.
რიჩარდსი გუნდის ვარჯიშზე არ გამოცხადდა და ინგლისში გაფრინდა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
რიჩარდსმა “ბაიერნის” მაისურით გასულ სეზონში 12 შეხვედრა ჩაატარა.