მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეულმა სადიო მანემ გუნდის პირველი ვარჯიში შეაფასა.
“საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიში გამოვიდა და ძალიან გავერთე. ჩემი პირველი ვარჯიში იყო და თანაგუბდელებთან უკვე კარგი კომუნიკაცია დავამყარე.
ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებთ ალიანს არენაზე, როდის გავიტანთ გოლებს და გავახარებთ გულშემატკივრებს” , - განაცხადა მანემ.
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს “ბაიერნი” ამერიკაში გაემგზავრება და 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.