უკვე რამდენიმე დღეა სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად ვარჯიშობს.
რეკორდმაისტერის მოთამაშეები კი მანეს იქ ყოფნით მოხარულები არიან და თვლიან, რომ მან გუნდში პოზიტიური ენერგია შეიტანა.
ჯერჯერობით, "ბაიერნი" სრულად არ შეკრებილა და გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი ხვალ შეუერთდება.
თავად მანეს თქმით, ის პირველივე დღიდან გუნდში თავს კარგად გრძნობს და თანაგუნდელები კარგად შეხვდნენ.