დიდია იმის ალბათობა, რომ საბოლოოდ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გუნდიდან მაინც წავიდეს.
იქით სერჟ გნაბრი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობა მათი შემცვლელების ძიებაშია.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნმა" საინტერესო გეგმას მიაგნო და შესაძლოა, ამ ორი მოთამაშის შემცვლელად ერთ ფეხბურთელი მოიყვანოს.
"ბაიერნმა" თვალი "ატლეტიკოს" შემტევს ჟოაო ფელიქსს დაადგა, რომელმაც გნაბრის პოზიციაზეც მაღალ დონეზე შეუძლია თამაში და ლევანდოვსკის პოზიციაზეც.