იყო საუბრები იმის თაობაზე, რომ პროტესტის ნიშნად, მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გუნდის ვარჯიშზე არ გამოცხადდებოდა.
თუმცა დღეს ლევანდოვსკი მიუნხენში შენიშნეს, სადაც ის სამედიცინო შემოწმების გასავლელად მიდიოდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ის და ნოიერი ხვალიდან "ბაიერნთან" ერთად ივარჯიშებენ.
თუმცა რა თქმა უნდა, "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს და ამით არაფერი დასრულებულა.