აქტიურად იწერება, რომ ჰოლანდიელი მცველი მატიას დე ლიხტი მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი ტურინის "იუვენტუსის" თავკაცმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.
"როგორც ვიცი, კლუბის ხელმძღვანელობა ბაიერნს დე ლიხტის ტრანსფერზე ხვალ ხვდება და ბევრი რამ გაირკვევა.
ამ მომენტში, ის ჩვენი ფეხბურთელია, სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტომდეა ღია და არავინ იცის რა მოხდება", - განაცხადა ალეგრიმ.