პოლონელი ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის მეგობარი თომაშ ზავისლაკი საინტერესო კომენტარს აკეთებს.
"ბოლო დღეების განმავლობაში, ლევანდოვსკის და მის ოჯახს ბაიერნის გულშემატკივრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
ეს ყველაფერი თავად ფეხბურთელმა კარგად იცის და მომხდარით დამწუხრებულია", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლევანდოვსკი "ბაიერნის" ბაზაზე გამოცხადდა და სამედიცინო ტესტი გაიარა.