გასულ კვირას, მიუნხენის "ბაიერნის" ახალვეული სადიო მანე გუნდს შეუერთდა და სრულფასოვნად ვარჯიშობს.
მომდევნო კვირიდან კი რეკორდმაისტერი ამერიკაში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
20 ივლისს, "ბაიერნი" "დისი იუნაიტედს" შეხვდება, 21 ივლისს კი მანე შეკრებას ერთი დღით დატოვებს და კერძო რეისით აფრიკაში გაემგზავრება.
მანე აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელთა დასახელების ცერემონიაზეა დაპატიჟებული.