როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნი" რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს და ყველა გზას უჭრის.
აქამდე, რეკორდმაისტერი პოლონელის სანაცვლოდ "ბარსელონას" 50 მილიონ ევროს სთხოვდა.
როცა გაიგეს, რომ კატალონიელები ამ თანხის გადასახდელად მზად იყვნენ, ფასი კიდევ უფრო გაზარდეს.
ამჟამად, "ბაიერნი" ლევანდოვსკის სანაცვლოდ 60 მილიონს პლიუს 10 მილიონ ბონუსს ითხოვს.