რამდენიმე კვირის წინ, მატიას დე ლიხტმა გადაწყვეტილება მიიღო და მას "იუვენტუსის" დატოვება სურს.
მის შესაძენად კი მიუნხენის "ბაიერნი" აქტიურად იბრძვის და მოლაპარაკებებსაც აწარმოებს.
ცნობილია, რომ ტურინის "იუვენტუსმა" "ბაიერნს" დე ლიხტის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო მოსთხოვა.
ამხელა თანხა კი რეკორდმაისტერს არცერთ ფეხბურთელის სანაცვლოდ არ გადაუხდია.