მიუნხენის "ბაიერნსა" და "ბარსელონას" შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ლევანდოვსკი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს.
ცნობილია, რომ კატალონიელები მის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს, პლიუს 5 მილიონ ბონუსს გადაიხდიან.
პოლონელი ფორვარდი "ბარსელონასთან" 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და იქ 2026 წლამდე დარჩება.
ლევანდოვსკი ესპანეთში მომდევნო კვირას ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდება.