30 ივლისს, რედ ბულ არენაზე გაიმართება გერმანიის სუპერთასის მატჩი "ბაიერნსა" და "ლაიფციგს" შორის.
ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან ზუსტად 2 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა და არენა სრული ანშლაგის მოლოდინშია.
სანამ "ბაიერნი" პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს, იქამდე ორი ამხანაგური მატჩი ელით.
2 დღეში ნაგელსმანის გუნდი ამერიკაში გაემგზავრება და ჯერ "დისი იუნაიტედს", შემდეგ კი "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.