საბოლოოდ გადაწყდა, რომ რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნს" დატოვებს და კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.
კლუბის ხელმძღვანელს ოლივერ კანს ჰკითხეს, მოიყვანს თუ არ გუნდი პოლონელის შემცვლელს.
"ყველამ კარგად იცის, რა დიდი როლი ეკავა რობერტს ბაიერნში, თუმცა ტოპ მოთამაშეებს გუნდი ადრეც დაუტოვებიათ და ეს პრობლემა არაა.
დავიმატებთ თუ არა მის შემცვლელს? შევხედავთ სატრანსფერო მარკეტს და თუ იქნება ისეთი მოთამაშე, ვინც დაგვაინტერესებს, დაველაპარაკებით", - განაცხადა კანმა.