ოფიციალურად დადასტურდა, რომ რობერტ ლევანდოვსკი კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს.
ცნობილია, რომ რეკორდმაისტერი პოლონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს.
"ბაიერნის" მიერ გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელებში ლევანდოვსკიმ პირველ ადგილს გადაინაცვლა.
მან დუგლას კოშტას გადაასწრო, რომელიც "ბაიერნმა" "იუვენტუსში" 40 მილიონ ევროდ გაყიდა.