საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი მატიას დე ლიხტი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.
ცნობილია, რომ რეკორდმაისტერმა მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა.
დღეს, დე ლიხტი მიუნხენში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბის ოფიციალური წევრი გახდება.
მოგეხსენებათ, "ბაიერნი" დღეს ამერიკაში გაემგზავრა, დე ლიხტი კი გუნდს იქ ხვალიდან შეუერთდება.