ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი მატიას დე ლიხტი კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს.
რეკორდმაისტერის ხელმძღვანელმა ოლივერ კანმა კლუბის ახალვეულზე ისაუბრა.
"დე ლიხტის რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ამას საუბარიც არ უნდა, ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენაძენია.
გარდა ამისა, დე ლიხტს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს - გუნდის ლიდერობა შეუძლია და ამ ახალგაზრდულ ასაკში იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ეს კარგად გამოსდის", - განაცხადა კანმა.