ამერიკული ტურნეს პირველი შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნმა" "დისი იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარა და 6:2 გაიმარჯვა.
დებიუტიდან 5 წუთზე სადიო მანემ გოლი გაიტანა, პირველ ტაიმში თავი საბიცერმა და სერჟ გნაბრიმაც გამოიჩინეს.
მეორე ტაიმის სტარტზე "ბაიერნის" რიგებში სადებიუტო გოლი მატიას დე ლიხტმაც გაიტანა, თითო გოლი კი ზირკზესა და მიულერის ანგარიშზეა.
შემდეგ ამხანაგურ მატჩს "ბაიერნი" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავს და გერმანიაში დაბრუნდება.