ამხანაგურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" "დისი იუნაიტედს" დაუპირისპირდა და 6:2 გაანადგურა.
რეკორდმაისტერის ახალწვეულმა მატიას დე ლიხტმა სადებიუტო გოლი გაიტანა, 74-ე წუთზე კი ტრავმის გამო მოედანი დატოვა.
"სერიოზული არაფერია, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. უბრალოდ, გუნდთან ნავარჯიშები არ მქონდა და ცოტათ დავიღალე", - განაცხადა დე ლიხტმა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" შემდეგ ამხანაგურ მატჩს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ ჩაატარებს.