ამხანაგურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" ადგილობრივი "დისი იუნაიტედი" არ დაინდო და 6:2 გაანადგურა.
წინა ხაზში ნაგელსმანს სადიო მანე და სერჟ გნაბრი ეყენა, მოგეხსენებათ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ გუნდი ფორვარდის გარეშეა.
"ბაიერნი ლევანდოვსკის გარეშე? რა თქმა უნდა, წინა ორ მოთამაშეს უფრო მეტი მოძრაობა უწევს, რათა წითელი ზონები აითვისონ.
როცა ნომინალური ფორვარდი არ გყავს, შემტევებზე უფრო მეტი დატვირთვა მოდის, თუმცა კონტრ-შეტევაში წასვლა უფრო კომფორტულია", - განაცხადა ნაგელსმანმა.