მოგეხსენებათ, აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ბაიერნის" ახალწვეული სადიო მანე დასახელდა.
ამ ფაქტს რეკორდმაისტერის ხელმძრვანელი ოლივერ კანი ეხმაურება.
"ვულოცავ მანეს ამ დიდ წარმატებას, ის მართლაც საუკეთესოა და ბედნიერები ვართ, რომ ასეთ დონის ფეხბურთელი გვყავს.
განსაკუთრებული რამ მოხდა კლუბისთვისაც, აქამდე გუნდში საუკეთესო აფრიკელი მოთამაშე არ გვყოლია", - განაცხადა კანმა.