"მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელ თავკაცს პეპ გვარდიოლას "ბაიერნში" შესაძლო დაბრუნებაზე ჰკითხეს.
"დავბრუნდები თუ არა ბაიერნში? არა, ამისთვის უკვე საკმაოდ ასაკში ვარ, ბაიერნს კი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს და კლუბის მიზანი ახალგაზრდებზე აქცენტის გაკეთებაა.
ისე კი, ალიანს არენაზე სიამოვნებით დავბრუნდები, 2 ბილეთით, ბაიერნის თამაშის საყურებლად", - განაცხადა გუარდიოლამ.
გვარდიოლა რეკორდმაისტერში 3 წელი მუშაობდა და ამ დროში მან მხოლოდ ბუნდესლიგის ტიტულები მოიგო.