ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტი" დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ კომენტარი იულიან ნაგელსმანმა გააკეთა და მეტოქე გუნდის მთავარ მწვრთნელზე პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა.
"სიტის ძალიან კარგი სპეციალისტი ჰყავს. გვარდიოლას ჯერ კიდევ ბარსელონადან ვადევნებ თვალს და მისი ბარსას თამაში უბრალოდ შეუდარებელია.
როცა ახალგაზრდა მწვრთნელი ხარ, პირველი სწორედ მის ვიდეოებს უნდა უყურო, მე თითქმის ყველა თამაშს ვუყურებდი", - ამბობს ნაგელსმანი.