მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა" მორიგი ტრანსფერი განახორციელა და 17 წლის თავდამსხმელი მატიას ტელი იყიდა.
ამ ტრანსფერზე კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.
"მას დიდი პოტენციალი აქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გახდეს და სეზონში 40 გოლიც გაიტანოს.
თუმცა ჯერ ახალგაზრდაა და მოხარული ვიქნები, თუ სადებიუტო სეზონში 10 გოლს მაინც გაიტანს", - აცხადებს ნაგელსმანი.