რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, იულიან ნაგელსმანის მთავარი სამიზნე ბრიტანელი ჰარი კეინია.
"ბაიერნმა" ამ ზაფხულს მისი შეძენა დააპირა, თუმცა ბარიერი "ტოტენჰემი" აღმოჩნდა, რომელიც კეინის გაყიდვას არ აპირებს.
არადა, ნაგელსმანი თვლის, რომ კეინი ერთადერთ ფეხბურთელია, ვისაც ლევანდოვსკის შეცვლა შეუძლია და გუნდს იდეალურად მოერგება.
ცნობილია ისიც, რომ რეკორდმაისტერი "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებების განახლებას მომდევნო ზაფხულს აპირებს.