30 ივლისს გერმანიის სუპერთასზე ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "ლაიფციგი" დაუპირისპირდებიან.
მოგეხსენებათ, რეკორდმაისტერის შემტევს კინგსლი კომანს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.
თუმცა ეს დისკვალიფიკაცია სუპერთასის მატჩებზე არ მოქმედებს და კომანს თამაშის უფლება აქვს.
სამაგიეროდ, ფრანგი ფეხბურთელი ბუნდესლიგის პირველი ორი ტურის მატჩს გამოტოვებს.