"ლაიფციგის" მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო მიუნხენის "ბაიერნთან" შანსებს აფასებს.
მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთს გერმანიის სუპერთასზე, 30 ივლისს დაუპირისპირდებიან.
"ლევანდოვსკი? რა თქმა უნდა, ის გუნდისთვის დიდი ძალა იყო და მთავარი გოლეადორია, თუმცა ვფიქრობ, ბაიერნი ახლა უკეთესი გუნდია, ვიდრე გასულ სეზონში.
მათ ძალიან მაღალი დონის შემტევები ჰყავთ და ხიფათს ყველასგან უნდა ველოდოთ", - განაცხადა ტედესკომ.