როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა" ახალგაზრდა თავდამსხმელი მატის ტელი ოფიციალურად გაიფორმა.
თუმცა ჯერ, ტელს რეკორდმაისტერის მაისურით თამაშის უფლება არ აქვს და ყველა უეფას მოლოდინშია.
უეფას შესაბამისი ხელმძღვანელები ყოველ 14 დღეში იკრიბებიან, რათა მსგავსი ტრანსფერები დახურონ და ფეხბურთელი უეფაში დაარეგისტრირონ.
შესაბამისად, 16 წლის ტალანტს "ლაიფციგის" წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს.