დღეს, მიუნხენის "ბაიერნმა" თავისი მესამე კაპიტნის ვინაობა ოფიციალურად გამოაცხადა.
ცნობილია, რომ რეკორდმაისტერის მესამე კაპიტანი ჯოშუა კიმიხი იქნება, რომელიც წლებია ამ გუნდში თამაშობს.
შეგახსენებთ, რომ გუნდის მთავარი კაპიტანი მანუელ ნოიერია, ვიცე-კაპიტანი კი თომაშ მიულერი.
აქამდე, მესამე კაპიტნის სტატუსი რობერტ ლევანდოვსკის ჰქონდა, რომელიც კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.