მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელმა სადიო მანემ სუპერთასის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, რეკორდმაისტერმა "ლაიფციგი" 5:3 დაამარცხა, მანემ ერთი გოლი გაიტანა.
"მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე და კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, პირველი ტიტული რომ მოვიგე.
მე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი? არა, ეს ჯილდო მუსიალას ეკუთვნის, რომელმაც დიდებული მატჩი ჩაატარა", - განაცხადა მანემ.