მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნმა" "ლაიფციგი" 5:3 დაამარცხა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.
რეკორდმაისტერის ახალწვეულს მატიას ტელს, რომელიც მხოლოდ 17 წლისაა, ამ მატჩში თამაშის უფლება არ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, ნაგელსმანმა გადაწყვიტა, ის გუნდთან ერთად ყოფილიყო და მატჩის წინა გახურებაშიც მიიღო მონაწილეობა.
დაჯილდოების ცერემონიაზე კი თასი "ბაიერნის" ახალწვეულმაც აწია.