დღეს, პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი "ბაიერნის" ბაზაზე მივიდა და ფეხბურთელებს დაემშვიდობა.
დამშვიდობების შემდეგ, ლევანდოვსკი რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას შეხვდა.
"დღეს ლევანდოვსკი ჩემს ოფისში მოვიდა და დაახლოებით 15-წუთიანი საუბარი გვქონდა. რაზე ვისაუბრეთ? - ისეთი არაფერი.
მას წარმატებები ვუსურვე, რადგან ლევანდოვსკიმ ბაიერნისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და ეს ყოველთვის გვემახსოვრება", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.