გერმანელი ფეხბურთელის ლეროი სანეს "ბაიერნიდან" წასვლაზე ბევრი იწერებოდა, თუმცა ის გუნდში დარჩა.
გასული წლებისგან განსხვავებით, სანეს მიმდინარე სეზონში კარგი პერიოდი არ უდგას.
რეკორდმაისტერმა კი ფეხბურთელს შემოუთვალა, რომ კლუბში დარჩა და მან უფრო უნდა მოუმატოს და თავისი პოტენციალის მაქსიმუმი გამოავლინოს.
ჯერჯერობით, სანეს ნაგელსმანი "ბაიერნის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად არ მოიაზრებს.