ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ერთმანეთს მიუნხენის "ბაიერნი" და "ვოლფსბურგი" დაუპირისპირდებიან.
მატჩის წინ კომენტარი "ბაიერნის" ყოფილმა და "ვოლფსბურგის" ამჟამინდელმა თავკაცმა ნიკო კოვაჩმა გააკეთა.
"ბევრი ამბობს, რომ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ, ბაიერნი დასუსტდა, თუმცა ეს მცდარი მოსაზრებაა.
ბაიერნი ყოველთვის იყო და იქნება მაღალი დონის გუნდი და ეს წინა მატჩებიდანაც კარგად გამოჩნდა. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც მეტოქეს უნდა დავუპირისპიროთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ", - განაცხადა კოვაჩმა.