მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული მატიას დე ლიხტის ამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე იულიან ნაგელსმანზე საუბრობს.
"ნაგელსმანთან ერთად მუშაობა ძალიან კომფორტულია. მას ერთი დიდი პლიუსი აქვს - ვარჯიშებზე სულ ბურთთან ერთად გვავარჯიშებს და ჩემთვის საკმაოდ კარგია.
იუვენტუსში გატარებული პერიოდი ნაყოფიერი გამოდგა. იქ ბევრი რამ ვისწავლე, რადგან გამოცდილ ფეხბურთელებთან მიწევდა ყოფნა.
ბაიერნში კი სულ სხვა ფეხბურთია და შევეცდებით, რომ ერთად დგომით სასურველ შედეგს მივაღწიოთ", - განაცხადა დე ლიხტმა.