როგორც ცნობილია, გერმანელი თავდამსხმელი ტიმო ვერნერის შეძენა მიუნხენის "ბაიერნს" სურდა.
ეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა რეკორდმაისტერის თავკაცი ჰანსი ფლიკი იყო.
"ჩემს ბაიერნში გადასვლაზე ხანგრძლივი მოლაპარაკებები იმართებოდა, თუმცა რა იქნებოდა მომავალში, არავინ იცოდა.
არავინ იცოდა, დარჩებოდა თუ არა ფლიკი გუნდში, ამიტომ სხვა გადაწყვეტილება მივიღე და არ ვნანობ", - განაცხადა ვერნერმა.